logo
ENG



ღვინიანიძე: დღეს 72 წლის მამაჩემს დაურეკეს და ემუქრებოდნენ, რომ შენი შვილი გაჩერდესო

08 მაი 202423:31
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/08/brfy0tkg9sw220j.jpg

რუსული კანონის საწინააღმდეგო მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ლაშა ღვინიანიძე, რომელსაც ცოტა ხნის წინ თავს დაესხნენ, ფორმულასთან ამბობს, რომ დღეს მის 72 წლის მამას დაურეკეს და დაემუქრნენ. 

ღვინიანიძის თქმით, თავდასხმამდე მასთან უცნობი ნორმიდან შევიდა ზარი, თუმცა ხმას არ იღებდნენ და დაახლოებით 10 წუთში ზუსტ ლოკაციაზე მივიდნენ. 

"მთელი დღის მუქარების შემდეგ, არ ვიცი ოღონდ, საიდან გაიგეს სად ვიყავი, უბრალოდ იმ საეჭვო ნორმიდან შემოვიდა ზარი, რომელსაც ვუპასუხე და ხმას არ იღებდნენ იქიდან და ეჭვი მაქვს, რომ ალბათ, ეგრე გაიგეს ლოკაცია. დაახლოებით 10 წუთში, პირბადეებით სამი ადამიანი მოვარდა. ჩაგვიარეს ჯერ ჩვეულებრივად მე და ჩემს მეგობარს, მერე გამარჯობაო და უკნიდან შემოგვიტიეს, ვერც მოვასწარით ვერაფრის გაკეთება. 

დღეს 72 წლის მამაჩემს დაურეკეს და ემუქრებოდნენ, რომ შენი შვილი გაჩერდესო. როგორც ყველას, თავიდან გვეგონა, რომ უბრალოდ მუქარებია მხოლოდ და მეტი არაფერი", - ამბობს ღვინიანიძე. 

თავდასხმის შემდეგ, ღვინიანიძეს დაზიანებები სახის არეში აქვს და ტუჩზე ნაკერი ადევს. 

ცოტა ხნის წინ საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ ენმ-ის წევრს, დიმიტრი ჩიქოვანსაც. 

 

 

close დახურვა