შეფ ნოდარ ტურაშვილის ოჯახის ცნობით, ამ დრომდე არ იციან სად არის ის გადაყვანილი.
როგორც ცნობილია, ადვოკატი მოდულის შენობასთან იყო მისული, სადაც ტურაშვილთან შეხვედრა ან იმის დაზუსტებას ითხოვა, იმყოფებოდა თუ არა ის სუს-ის იზოლატორში.
ოჯახის ინფორმაციით, დაცვამ ადვოკატს მხოლოდ ის უთხრა, რომ ტურაშვილი არც მოდულის შენობაში და არც მოდულის იზოლატორში არაა.
რამდენიმე საათის წინ ნოდარ ტურაშვილმა დაწერა, რომ კაფე ბუშმალაში პოლიცია მივიდა და "ქურდობის ფაქტზე" მიჰყავთ.
"რა ვქნა? კამერაზე მინდა შეგახედოო", - წერდა ის.
ოჯახი რამდენიმე საათია უშედეგოდ ცდილობს მისი ადგილსამყოფელის გაგებას.