logo
ENG



ამაღლობელი: გათენებამდე სახლთან მოაწყვეს ჩასაფრება, სადარბაზო ააჭრელეს პლაკატებით

11 მაი 202410:26
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/11/ff9h5tg6iueyrx3.jpg

მწერალი და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი რატი ამაღლობელი წერს, რომ ღამით სახლთან ჩაუსაფრდნენ, სადარბაზოსთან კი სიძულვილის ენის შემცველი პლაკატები გაუკრეს.

"ბევრი მირეკავს, მწერს, მეგობრებო კარგად ვარ, გათენებამდე სახლთან მოაწყვეს ჩასაფრება, სადარბაზო ააჭრელეს წარწერებითა და პლაკატებით. ძალიან მალე დამკვეთები შემსრულებლებთან ერთად დადგებიან და საკუთარი ხელით გაწმენდენ კედლებს, სადარბაზოებს. ვარ მტკიცე, როგორც არასდროს. გავიმარჯვებთ სახელოვნად", - წერს რატი ამაღლობელი Facebook-ზე.

ბოლო დღეებში უცნობი პირები უსაფრდებიან და თავს ესხმიან და ფიზიკურად უსწორდებიან ოპოზიციონერებს და რუსული კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს.


close დახურვა