logo
ENG



გაფიცვას სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ

12 მაი 202420:25
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/12/y2z9osuol03p60u.jpg
ლანა მრავლაძე / ფორმულა

გაფიცვას სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებით შეუერთდნენ. 

"მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და თვითმართველობა დუმს- ჩვენ, აქციების დაწყების დღიდან თეთრი ხალათებით ვდგავართ ჩვენი, მოქალაქეებისა და ქვეყნის ევროპული მომავლის სადარაჯოზე.

ბოლო საათების განმავლობაში, ჩვენ მკაფიოდ ვიხილეთ- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიისა და სხვა უნივერსიტეტების რეაქცია, რომელსაც ვერ დავტოვებთ ყურადღების მიღმა. დღეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები ვუერთდებით და ვაცხადებთ გაფიცვას! 

ვიქნებით ყველგან თქვენს შორის თეთრი ხალათებითა და სუფთა ხელებით, ქართული და ევროპული მომავლის სადარაჯოზე! ოფიციალურ განცხადებას გავაკეთებთ დღეს 20:30 საათზე", - ამბობენ სტუდენტები. 

ამ ეტაპზე აუდიტორიაში სწავლების განახლებაზე უარს 10-ზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტი ამბობს.

 


close დახურვა