გაფიცვას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან. მათი განცხადებით, აქციებზე დასწრებას გააგრძელებენ მანამ, სანამ რუსული კანონს არ გაიწვევენ.
"ჩვენ, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვაპროტესტებთ რუსულ კანონს, კანონს, რომელიც გვიზღუდავს თავისუფლებას, იმ თავისუფლებას, რაც ჩვენმა წინაპირებმა გადმოგვცეს.
ასევე, ვაგრძლებთ იმ პასუხისმგებლობას და ვალდებულებას, რაც ჩვენს მთავრობას ჩვენი და ჩვენი ქვეყნის მიმართ უნდა შეესრულებინა. ჩვენ დავიცავთ ამ მომავალს და აუცილებლად შევალთ ევროკავშირში. ეს აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ მთავრობა არ შეცვლის მის გადაწყვეტილებას და რუსულ კანონს არ გაიწვევს", - ამბობენ სტუდენტები.