საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ი საქართველოში ბოლო პერიოდის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მომიტინგეების წინააღმდეგ რეპრესიების ხარისხი შემაშფოთებელ ნიშნულამდეა გაზრდილი.
Amnesty International-ის დირექტორი, აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის მიმართულებით, მარი სტრუტერსი ამბობს, რომ "ამ მავნე კანონმდებლობის ინიციირებით, საქართველოს ხელისუფლებამ ღიად დაუჭირა მხარი ადამიანების უფლებათა და სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიებს, რომელიც ბოლო დღეებში საგანგაშო დონემდე გაიზარდა".
"ის თუ როგორ მოხდა ამ კანონის მიღება - როცა პოლიტიკური ოპონენტები იურიდიული პროცედურებით გააჩუმეს დერეფნებში, ხოლო დემონსტრანტებს უმოწყალოდ სცემდნენ და აკავებდნენ ქუჩებში, პოლიციის მხრიდან რეპრესიების ფონზე - ამ კანონის მავნებლური მოქმედება არის მიმართული ადამიანის უფლებებზე...
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას შეწყვიტოს ძალისხმევა გამოხატვის თავისუფლების, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების შელახვის მიზნით. მათ სასწრაფოდ უნდა თქვან უარი ამ რეპრესიული კანონპროექტის მიღებაზე. ყველა ადამიანი, რომელიც მოქალაქეების უფლებების დარღვევაშია ეჭვმიტანილი, მათ შორის პოლიციელები, რომლებმაც მიმართეს ძალის უკანონო გამოყენებას, უნდა დაისაჯონ მართლმსაჯულების წინაშე, მათ შორის ინსტანციის უმაღლეს დონეზე", - თქვა სტრუტერსმა.