logo
ENG



Freedom House: დაწესდეს სანქციები ოცნების მაღალჩინოსნებსა და მათ ოჯახის წევრებზე

14 მაი 202408:15
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/14/55umkileiazyjlw.jpg

Freedom House გმობს რუსულ კანონსა და დემონსტრანტებზე ძალადობას გმობს. ამის შესახებ განცხადება საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტმა, ნიკოლ ბიბინსმა გაავრცელა. 

განცხადებაში ქართული ოცნების მაღალჩინოსნებისა და მათი ოჯახის წევრების სანქცირებაზეა საუბარი. 

"ჩვენ აშშ-ს, ევროკავშირისა და დიდ ბრიტანეთს კოორდინირებული მოქმედებისკენ მოვუწოდებთ, რათა შეჩერდეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ რეპრესიები. ამ მთავრობებმა უნდა მოითხოვონ, რომ ვენეციის კომისიას მიეცეს უფლება, შეაფასოს ინიცირებული კანონი და მისი შესაბამისობა ევროპულ სტანდარტებთან. სამგზავრო შეზღუდვები და ფინანსური სანქციები დაუყოვნებლივ უნდა დაწესდეს ქართული ოცნების მაღალჩინოსნებსა და მათ ოჯახის წევრებზე, თუ კანონი მიიღება ვენეციის კომისიის თანხმობის გარეშე ან მის დასკვნამდე", - ნათქვამია განცხადებაში. 

აღნიშნულია, რომ Freedom House მხარს უჭერს ხალხს, რომელიც თანმიმდევრულად და უმრავლესობით მხარს უჭერს საკუთარი ქვეყნის დემოკრატიულ გზას. გარდა ამისა, მითითებულია, რომ ეს კანონი სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის სტიგმატიზებას მოახდენს. 

"ეს საქართველოს დააკავშირებს ისეთ რეპრესიულ რეჟიმებთან, როგორიც არის რუსეთის და ყირგიზეთი - ავტოკრატიები, რომლებიც სისტემურად მუშაობდნენ სამოქალაქო საზოგადოების განადგურებაზე მსგავსი ზომების გამოყენებით და მნიშვნელოვნად შეაფერხებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობებს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ მოწოდებას ქართული ოცნების მიმართ: დაუყოვნებლივ გააუქმოს შემოთავაზებული  კანონი", - ვკითხულობთ განცხადებაში. 

ამასთან, ორგანიზაცია საუბრობს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიებსა და ძალადობაზე. 

"ჩვენ ასევე ღრმად შეშფოთებულები ვართ მუქარებითა და თავდასხმებით ადამიანის უფლებათა დამცველებზე, ჟურნალისტებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე და მათ ოჯახებზე თავდასხმას. ასეთი რეპრესიები მიუღებელია ნებისმიერ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირისკენ ისწრაფვის".

 

close დახურვა