logo
ENG



სოსო ბერიკაშვილი: CU-ს პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ მითხრა, რომ სუს-მა ჩემი გაშვება მოსთხოვა

14 მაი 202413:30
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/14/19inyetfps0gqvp.jpg

კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი, სოსო ბერიკაშვილის თქმით, CU-ს პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ დაიბარა და უთხრა, რომ სუს-მა მისი სამსახურიდან გათავისუფლება მოსთხოვა, მიზეზად კი "ბიძინას გინება" დაუსახელა.

"29 აპრილს დილით, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ დამიბარა და მითხრა, რომ სუს-მა მოსთხოვა ჩემი გაშვება სამსახურიდან, რადგან "ბიძინას ვაგინებდი" (ეს ტყუილია, არ მიგინებია, უბრალოდ მკაცრად გავაკრიტიკე "ოფშორების კანონის" გამო, თუმცა მაგას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა)", - წერს ბერიკაშვილი. 

მისივე თქმით, 7 მაისს გამოიცა ბრძანება და უნივერსიტეტიდან რეორგანიზაციის საბაბით გაუშვეს. 

"(პოლიტიკური დევნა ჯერ არ იწერება ბრძანებებში). თუ ამ ხელისუფლებას ეს უმსგავსობა გაუვიდა, რეპრესიები მომავალში საყოველთაო გახდება და შეეხება ყველას. P.S. ბევრ წერილს ვიღებ სტუდენტებისგან, ითხოვენ მხარდაჭერას და პოზიციის დაფიქსირებას. მეგობრებო, როგორც აქამდე, რა თქმა უნდა, თქვენ გვერდით ვდგავარ ყველა სამართლიან პროტესტში", - დაწერა ბერიკაშვილმა. 

 

close დახურვა