logo
ENG



გავრცელებული ინფორმაციით, ფროდაქშენ სტუდია ლიმონში კრიმინალური პოლიცია შევიდა

15 მაი 202417:00
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/15/ocu5cvowl27zmxk.jpg

გავრცელებული ინფორმაციით, ფროდაქეშენ სტუდია ლიმონში კრიმინალური პოლიცია შევიდა. 

დაკავებულია ვირტუალური ფროდაქშენ სტუდია limoni.video-ს დამფუძნებელი გიორგი ოკმელაშვილი. ფორმულა დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და პასუხს მიღებისთანავე შეგატყობინებთ.

Facebook-ზე პოსტები იწერება, რომ სტუდიაში მიმდინარეობს ჩხრეკა.

ფორმულა ესაუბრა ნანუკა სიორიძეს, რომელიც პავილიონში იმყოფება. ის ამბობს რომ გადაღებაზე ჰყავდა ბავშვები და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე შევიდა პოლიცია. 

"არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ვიღებთ რეკლამას, მყავს ბავშვები. შემოვიდა პოლიცია და ჩხრეკენ აქაურობას. ლიმონი არის სარეკლამო კომპანია და მანდ ვართ პავილიონში. ბავშვები გავარიდეთ"- ამბობს ნანუკა სიორიძე ფორმულასთან საუბრისას.

პოლიცია შევიდა გიორგი ოკმელაშვილის სახლშიც. ადგილზე იმყოფებიან ოკმელაშვილის ადვოკატი, ცოლი და მეგობრები.

 


close დახურვა