logo
ENG



პროკურატურამ ანა სუბელიანის მამის ცემის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა

16 მაი 202414:42
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/16/7t650dw4kmilce2.jpg

პროკურატურამ ანა სუბელიანის მამის ცემის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობით, , "11 მაისს ნუცუბიძის მე-2 მ/რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, სიტყვიერი შელაპარაკებისას, თ.შ.-მ პირადი განაწყენების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, მის მეზობელს სახის არეში ხელი დაარტყა, რის შედეგადაც დაზარალებულმა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მიიღო".

კაცს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციით, პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს ​ უკვე მიმართა.

 

close დახურვა