მთავრობისა და ქართული ოცნების წევრები ქაშვეთის ეკლესიაში "ოჯახის სიწმინდის დღესთან" დაკავშირებით პარაკლისს შეუერთდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლები ოჯახებთან ერთად პარლამენტის ეზოში შეიკრიბნენ, რის შემდეგაც ტაძარში გადავიდნენ.
"ოჯახის სიწმინდის დღე" საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ 2014 წელს დააწესა. ერთი წლით ადრე - 2013 წლის 17 მაისს ათობით სასულიერო პირმა და მათმა მრევლმა ლგბტ აქტივისტების მცირე ჯგუფზე იძალადა და მათი მცირერიცხოვანი აქცია ძალადობრივად დაშალა.
წელს მთავრობამ 17 მაისი უქმე დღედ გამოაცხადა. როგორც პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, უქმე დღედ გამოცხადებისთვის მათ საპატრიარქომ მიმართა.