logo
ENG



გვარამია: ფერაძეს ოჯახთან ერთად მოუწია ქვეყნის დატოვება, დაჭერას უპირებდნენ

18 მაი 202416:37
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/18/ews1qm4fbm5gega.png

ახალის თანათავმჯდომარის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, აქტივისტ ნატა ფერაძეს, ოჯახთან ერთად, ქვეყნის დატოვება მოუწია.

გვარამიას თქმით, მას "სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით" დაჭერას უპირებდნენ.

"ახლა გავიგე, რომ ნატა ფერაძეს ოჯახთან ერთად მოუწია ქვეყნის დატოვება, რადგან დაჭერას უპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით. მეგობრებო, ბელორუსში მეტი კი არაფერი ხდება! მეგობრებო, რუსეთში სხვანაირად კი არ იწყებოდა პუტინის დიქტატურა! მეგობრებო, სამშობლოს ასე კარგავენ ადამიანები: ჯერ ერთეულებს, მერე ყველა პატრიოტს უწევს ქვეყნის დატოვება! მხარდაჭერა ნატას და ყველა თავისუფლებისთვის მებრძოლს! ძირს უზურპატორი ივანიშვილი!", - წერს ნიკა გვარამია.

 


close დახურვა