logo
ENG



ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ

20 მაი 202408:46
3 წუთის საკითხავი
 

ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისის და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ. ინფორმაციას ირანის ოფიციალური პირები ადასტურებენ. 

"პრეზიდენტი რაისი, საგარეო საქმეთა მინისტრი და შვეულმფრენის ყველა მგზავრი კატასტროფის შედეგად დაიღუპნენ", - განუცხადა Reuters-ს ირანელმა მაღალჩინოსანმა. 

მისივე თქმით, ადგილზე "სიცოცხლის ნიშან-წყალი არ არის. 

თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაცია გუშინ, 19 მაისს გავრცელდა. 

ირანული სახელმწიფო მედია წერდა, რომ ვერტმფრენი, რომელიც ირანის პრეზიდენტი იჯდა, ავარიაში მოყვა. ვრცელდებოდა ცნობები ვერტმფრენში საგარეო საქმეთა მინისტრის ჰოსეინ ამირაბდოლაჰინის ყოფნაზეც. 

მანამდე, რამდენიმე საათით ადრე ებრაჰიმ რაისი აზერბაჯანი-ირანის საზღვარზე აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა და ქიზ ქალასის და ხოდაფარინის კაშხლები გახსნა.

 

 

 

 

 
 
 

close დახურვა