logo
ENG



მთავრობა ევროპის ჩემპიონატზე დასასწრებად ჩარტერული რეისების სუბსიდირებას აპირებს

20 მაი 202411:01
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/20/epnshcoddgtxrsi.jpeg

მთავრობა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე დასასწრებად ჩარტერული რეისების სუბსიდირებას აპირებს. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძემ ისაუბრა. მისივე თქმით, რეისების მატჩების თარიღებზე იქნება მორგებული და გერმანიის ქალაქებში პირდაპირი ფრენები დაინიშნება. 

"ვსაუბრობდით ავიაბილეთების სუბსიდირებაზე, რომელიც უკავშირდება გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე დასასწრებად განკუთვნილ ფრენებს 18-22-26 ივლისს გაიმართება საქართველოს ნაკრების მატჩები შესაბამის ქვეჯგუფში და ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ქართველი გულშემატკივარი დაესწროს, ბუნებრივია ამ მატჩებს და ამისთვის მნიშვნელოვანია, ბუნებრივია, მგზავრობის გამარტივება და გაიაფება, შესაბამისად, მივიღეთ ზომები და ხდება ჩარტერული რეისების სუბსიდირება, დანიშვნა სუბსიდირებით და ასევე, ვახდენთ მთელი რიგი რეგულარული ფრენების სუბსიდირებას.

მატჩების თარიღებზე იქნება მორგებული ეს ფრენები, პირდაპირი რეისები იქნება უზრუნველყოფილი გერმანიის ქალაქებში. მთლიანობაში სუბსიდირებული ბილეთების შეძენის შესაძლებლობა ექნება 3000 გულშემატკივარს. დაახლოებით 2000 გულშემატკივრისთვის იქნება უზრუნველყოფილი პირდაპირი ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ხოლო დაახლოებით 1000 გულშემატკივრისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან. ერთი გზის ფასი სუბსიდირებით 195 ევრო, შესაბამისად, ორი გზის ფასი იქნება 390 ევრო. გულშემატკივარს საშუალება ექნება თვითონ ააწყოს საკუთარი მოგზაურობის", - ამბობს კობახიძე. 

***

საქართველო ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში ჩატარდება. საქართველოს ეროვნული ნაკრები 18 ივნისს თურქეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. 


close დახურვა