logo
ENG



ზუგდიდი-მესტიის გზაზე მანქანა მდინარეში გადავარდა - დაიღუპა 2 ადამიანი

20 მაი 202412:58
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/20/wls9m0b1cgaalmi.jpg

ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულები 30-წლამდე ძმები არიან.

გავრცელებული ინფორმაციით, მანქანა გზის სავალი ნაწილიდან სოფელ ეცერის ტერიტორიაზე გადავიდა და მდინარეში გადავარდა. 

ფორმულას ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შედეგად ორივე ცხედარი იპოვეს და სახლში გადაასვენეს.

დაღუპულები ეცერიდან არიან.

ფორმულა დეტალებს შსს-ში არკვევს. 

 

 


close დახურვა