logo
ENG



ზურა ჯაფარიძე სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხეს

20 მაი 202420:44
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/20/pjq5txmoee7zq7e.jpg

გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი ზურა ჯაფარიძე საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხეს.

როგორც ზურა ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, გამოკითხვაზე მას ჩანაწერები მოასმენინეს, რომელიც პროსახელისუფლებო მედიამ, იმედმა რამდენიმე დღის წინ გააშუქა.

ჯაფარიძის თქმით, მან დაადასტურა, რომ ჩანაწერებში თავად ლაპარაკობს, თუმცა რამდენიმე წლის წინანდელია და მიმდინარე აქციებთან კავშირი არ აქვს.

მან გამოკითხვაზე ისიც აღნიშნა, რომ საუბრის ტექსტი დეტალურად არ ახსოვს და შესაძლოა, მონტაჟიც იყოს.

ჯაფარიძის თქმით, ჩანაწერებში შეხვედრას მართავს მხარდამჭერებთან საჯარო სივრცეში და საუბრობენ მშვიდობიან მანიფესტაციებსა და ხალხის შეკრებაზე.

გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი არ გამორიცხავს, რომ მის წინააღმდეგაც აღძრან საქმე.

"იმედმა რომ გაუშვა რაღაც ჩანაწერები სუს-ის მიერ გაკეთებული. ეგ ჩანაწერები არის ორი ან მეტი ხნის წინ გაკეთებული. მაგას აბამენ ამ აქციებს. ვუთხარი, რომ კი ნალაპარაკები მაქვს-მეთქი.

ყველა სიტყვაზე თავს ვერ დავდებ, შეიძლება, მონტაჟი იყოს-მეთქი, მაგრამ დაახლოებით შინაარსი ეგ იყო-მეთქი, ოღონდ მაგას ამ აქციებთან არანაირი კავშირი არ აქვს. კითხვები იყო, რომ ოდესმე თუ დაგიორგანიზებია ძალადობაო და არა-მეთქი. დღეს მორჩა და მერე რას იზამენ, არ ვიცი. ხმის ნიმუში გვინდაო და არ მოგცემთ-მეთქი.

აწი ამათგან ყველაფერი შეიძლება. მაგ სტადიაში არიან... შეიძლება [დამაკავონ] კი, მიდი და ამტკიცე, რომ ის იმედის ჩანაწერი სამი წლის წინ არის ჩაწერილი"- თქვა ჯაფარიძემ.


close დახურვა