logo
ENG



"ისრაელსა და ჰამასს შორის ტოლობის დასმა შეუძლებელია" - ბაიდენი და ბლინკენი კარიმ ხანზე

20 მაი 202423:11
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/20/1tbhjrl37wdvgz2.jpg

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პროკურორ კარიმ ხანის მოთხოვნას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ის ისრაელის პრემიერმინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის ლიდერების დაკავების ორდერების გაცემას ითხოვს.

ბაიდენი ამბობს, რომ ისრაელსა და ჰამასს შორის ტოლობის ნიშნის დასმა შეუძლებელია.

"ICC პროკურორის განცხადება ისრაელის ლიდერების დაპატიმრების ორდერის შესახებ აღმაშფოთებელია. და ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო: რაზეც არ უნდა იძლეოდეს მინიშნებებს ICC-ის პროკურორი, შეუძლებელია ტოლობის ნიშნის დასმა ისრაელსა და ჰამასს შორის. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ისრაელის გვერდით და მისი უსაფრთხოებისთვის ვიბრძოლებთ", - წერია ბაიდენის განცხადებაში, რომელიც თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

კარიმ ხანს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი, ენტონი ბლინკენიც გამოეხმაურა. მან პროკურორის მოთხოვნა მკაცრად დაგმო.

"შეერთებული შტატები ფუნდამენტურად გმობს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) პროკურორის განცხადებას, რომ ის ითხოვს ისრაელის მაღალჩინოსნების დაპატიმრების ორდერს, ჰამასის ტერორისტების ორდერებთან ერთად. ჩვენ უარვყოფთ პროკურორის მიერ ისრაელსა და ჰამას შორის ტოლობის ნიშნის დასმას. სამარცხვინოა. ჰამასი არის სასტიკი ტერორისტული ორგანიზაცია, რომელმაც განახორციელა ებრაელების ყველაზე საშინელი ხოცვა-ჟლეტა ჰოლოკოსტის შემდეგ და დღემდე მძევლად ჰყავს ათეულობით უდანაშაულო ადამიანი, მათ შორის ამერიკელები. უფრო მეტიც, შეერთებულმა შტატებმა ნათლად აჩვენა მიმდინარე კონფლიქტის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე, რომ ICC-ის იურისდიქცია ამ საკითხზე არ ვრცელდება", - ამბობს ბლინკენი.

***

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი ისრაელის პრემიერმინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის ლიდერების დაკავების ორდერების გაცემას ითხოვსკარიმ ხანი მიიჩნევს, რომ ხსენებულ პირებს ომის დანაშაულები აქვთ ჩადენილი, მას შემდეგ რაც გასული წლის 7 ოქტომბერს ჰამასი ისრალეს თავს დაესხა.

 

 


close დახურვა