logo
ENG



ლონდონი-სინგაპურის რეისზე ტურბულენტობის გამო 1 მგზავრი დაიღუპა, 30-ზე მეტი დაშავდა

21 მაი 202417:12
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/21/wg1mrux58e9tx33.png

Singapore Airlines-ის რეისი ლონდონი-სინგაპური ძლიერ ტურბულენტობაში მოყვა, რის გამოც 1 მგზავრი დაიღუპა, 30-ზე მეტი კი დაშავდა.

თვითმფრინავი ბანგკოკში ავარიულად დაეშვა, სადაც დაშავებულებს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

არსებული ცნობით, თვითმფრინავი ბენგალის ყურის გადაკვეთის შემდეგ სიმაღლიდან 1 800 მეტრით ჩამოვარდა.

რეისზე 211 მგზავრი და ეკიპაჟის 18 წევრი იმყოფებოდა. 


close დახურვა