logo
ENG



FP: დიდი ალბათობით, ევროკომისია ოქტომბერში საქართველოს კანდიდატის სტატუსს არ დაადასტურებს

22 მაი 202416:37
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/22/pue1n6g0272s8zt.jpg

Foreign Policy-ს ინფორმაციით, რუსული კანონის არგაწვევის შემთხვევაში, დიდი ალბათობაა იმისა, რომ ევროკომისია საქართველოს ოქტომბერში კანდიდატის სტატუსს არ დაუდასტურებს. ამის შესახებ გამოცემას ევროკავშირის მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ითხოვა. 

მისი თქმით, ეს მოვლენათა განვითარების ყველაზე სავარაუდო სცენარია. 

"მთავრობამ მოგვატყუა შარშან, როცა თქვეს, რომ კანონპროექტს აღარ წარადგენდნენ. მათ მიმართ გზავნილი ყოველთვის ძალიან ნათელი იყო", - აღნიშნა წყარომ გამოცემასთან. 

ქართულმა ოცნებამ 14 მაისს მოსახლეობისა და დასავლელი პარტნიორებების მოწოდებების მიუხედავად, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონი მიიღო. 

 


close დახურვა