logo
ENG



ხაზარაძე: ჩემი ოჯახის ფონდი კონსერვატორიის სტუდენტებს აფინანსებს, მოგვთხოვეს, შევწყვიტოთ

23 მაი 202412:51
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/23/rwzux4u59p6f1j9.jpg

მიიღო წერილი, რითაც მოსთხოვეს რომ მისი ოჯახის ფონდიდან სტუდენტების სასტიპედნიო დაფინანსება აღარ მოხდეს. ამის შესახებ ხაზარაძე Facebook-ზე წერს.

"ქალბატონ მანანა დოიჯაშვილთან 30 წელზე მეტი ხნის მეგობრობა და თანამშრომლობა მაკავშირებს. მისი ხელმძღვანელობით და ჩემი მონაწილეობით, თბილისის კონსერვატორიაში არაერთი პროექტი განვახორციელეთ, დაწყებული ავარიული შენობის რეაბილიტაციიდან, დამთავრებული საერთაშორისო თუ ადგილობრივ კონკურსებში მხარდაჭერით და მრავალი სტუდენტის დაფინანსებით. ქალბატონი მანანას გარდაცვალების შემდეგ, სრულიად ბუნებრივად გამიჩნდა სურვილი დამეწესებინა მისი სახელობის ორი სტიპენდია კონსერვატორიის წარმატებული სტუდენტებისთვის.

მივმართე კონსერვატორიის მაშინდელ ხელმძღვანელობას და ჩემს შეთავაზებაზე თანხმობა მივიღე, რის შემდეგაც, უკვე ერთი წელია ჩემი ოჯახის ფონდი წარმატებული სტუდენტების სტიპენდიებს აფინანსებს.

დღეს კი მოულოდნელად მივიღეთ წერილი, რომლითაც ამ დაფინანსების შეწყვეტა მოგვთხოვეს. მინდა კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემა დავუდასტურო კონსერვატორიის პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს და სინანულით ვთქვა, რომ ასეთი გადაწყვეტილებები კონსერვატორიას ღირსებას არ მატებს და ქალბატონი მანანას ხსოვნას შეურაცხყოფს. მიუხედავად ყველაფრისა, თქვენს გვერდით მიგულეთ", - წერს ხაზარაძე.

ფორმულა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც ინფორმაცია დაადასტურეს, თუმცა ოფიციალური განმარტება ამ გადაწყვეტილებაზე ჯერჯერობით არ გაკეთებულა.


close დახურვა