განათლების კოალიცია თავისუფლების მოედნიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომდე დაგეგმილ მარშს უერთდება.
როგორც ღონისძიების ანონსშია ნათქვამი, აქციის მონაწილეები დედაენის ბაღში, 18:00 საათზე შეიკრიბებიან და ძირითად მსვლელობას შეუერთდებიან.
"მასწავლებლები რუსული კანონის წინააღმდეგ. პროტესტი გრძელდება. ვიკრიბებით დედაენის ბაღში და ვუერთდებით მარშს თავისუფლების მოედანზე", - წერია განცხადებაში.
***
დღეს, 19 საათზე, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება. თავისუფლებისთვის მარშს სტუდენტებიც შეუერთდებიან.