logo
ENG



ორბანის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა რუსეთმა "მთელი დასავლური სამყარო" გადაყლაპოს

24 მაი 202415:43
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/24/kdauoe7q5rjl6vd.jpg

უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი ამბობს, რომ შიში იმისა, რომ რუსეთი NATO-ს ნებისმიერ წევრს დაესხმება თავს, უსაფუძვლოა. მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომმა რუსეთის შესაძლებლობების ლიმიტი აჩვენა.

"რუსი სამხედროები უკრაინასთან სერიოზულ და რთულ ომს აწარმოებენ", - თქვა ორბანმა საზოგადოებრივ რადიოსთან ინტერვიუს დროს.

"უკრაინელების ერთბაშად დასამარცხებლად რუსები საკმარისად ძლიერები რომ იყვნენ, ამას უკვე გააკეთებდნენ", - განაცხადა ორბანმა.

უნგრეთის პრემიერის თქმით, NATO-ს შესაძლებლობები გაცილებით აღემატება უკრაინისას, ამიტომაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ან ნებისმიერი სხვა ქვეყანა NATO-ს დაესხმება თავს:

"არ მიმაჩნია ლოგიკურად, რომ რუსეთი, რომელსაც უკრაინის დამარცხებაც არ შეუძლია, მოულოდნელად მოვიდეს და მთელი დასავლური სამყარო გადაყლაპოს. ამის შანსები ძალიან მცირეა".

ორბანის განცხადებით, რუსეთის საფრთხეებზე მითითებებს უკრაინის ომში დასავლეთის უფრო ღრმა ჩართულობის პრელუდიად აღიქვამს.


close დახურვა