logo
ENG



"არა რუსულ რეჟიმს" - მუსიკალური სივრცეების, ფესტივალებისა და კოლექტივების განცხადება

24 მაი 202419:40
3 წუთის საკითხავი
 
"არა რუსულ რეჟიმს" - მუსიკალური სივრცეების, ფესტივალებისა და კოლექტივების განცხადება
ფორმულა/ლანა მრავლაძე

ქართული მუსიკალური სივრცეების, ფესტივალებისა და კოლექტივები რუსულ კანონთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსული კანონი არა მარტო საფრთხის ქვეშ აყენებს მათი "შემოქმედებითი და კულტურული ეკოსისტემის განვითარებას", არამედ ძირს უთხრის მათ მიერ მიღწეულ პროგრესსაც.

კოლექტივები ერთხმად ეუბნებიან არას რუსულ რეჟიმს და "ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც შეცვლის ქვეყნის დასავლურ კურსს და რუსულ ორბიტაზე დაგვაბრუნებს".

განცხადებას უცვლელად გტავაზობთ: 

"ხელოვნება ყოველთვის იყო ინსტრუმენტი თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ჩვენ, მუსიკალური სივრცეების წარმომადგენლები ვთვლით, რომ პოლიტიკისა და მუსიკის ერთმანეთისგან გამიჯვნა შეუძლებელია. ჩვენი საქმიანობა ეფუძნება, ისეთ მნიშვნელოვან ღირებულებებს, როგორიცაა თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა, მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა. სწორედ ამ ღირებულებებს ემსახურება თითოეული ჩვენგანი და ასეთი გარემოს შექმნას ვცდილობთ ჩვენს ქვეყანაში.

გვჯერა, რომ ნებისმიერ სფეროში დამყარებულ პროფესიულ და მეგობრულ კავშირებს, თავისი წვლილი შეაქვს საქართველოს ისტორიულად მთავარი, და კონსტიტუციურად დაცული მიზნის მიღწევაში. მიზანი კი, ევროპულ ოჯახთან გაერთიანებაა. ამ მომავალს დღეს საბოტაჟს უწყობენ. რუსული კანონი, არა მხოლოდ საფრთხის ქვეშ აყენებს ჩვენი შემოქმედებითი და კულტურული ეკოსისტემის განვითარებას, არამედ ანადგურებს აქამდე მიღწეულ პროგრესს, რომელიც მოვიპოვეთ ისტორიული სირთულეების მიუხედავად.

ჩვენ აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების, ძალადობის, მუქარის და უსამართლობის მიუხედავად ვდგავართ ერთად, ერთხმად ვეუბნებით არას რუსულ რეჟიმს და ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც შეცვლის ქვეყნის დასავლურ კურსს და რუსულ ორბიტაზე დაგვაბრუნებს, ჩაახშობს განსხვავებულ აზრს და საქართველოს სრულ საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცევს.

გამარჯვება გარდაუვალია, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხია. ერთიანობას ყოველთვის მოაქვს ცვლილება—გავიმარჯვებთ სახელოვნად!", - წერია განცხადებაში. 

ხელმომწერების სია:

  • PROFESIO (Rustavi)
  • 2702 Meetings (Kutaisi)
  • 303Hz
  • 4GB
  • ABSEA Radio (Batumi)
  • Ambient.ge
  • Aprili
  • Aqtushetii (Tusheti)
  • Arteria
  • Atoms Audio
  • Bassiani
  • Bjaminoli (Zugdidi)
  • Black Dog (Gudauri)
  • Bloom Music
  • BUDE (Kutaisi)
  • Café Gallery
  • CES
  • CES Records
  • .clime (Batumi)
  • Close Encounters Festival/აქტუალური მუსიკის ფესტივალი
  • Cultural and Creative Industries Union of Georgia
  • Dancing on Architecture
  • Decoder Festival
  • Dedaena Bar
  • Diaci Community
  • Didube Records
  • Drama Radio
  • Eau de Cologne
  • Fantastic Planet
  • Georgian Music Legacy Collection
  • Georgian Rave Community
  • GMI Right Management
  • Harbor (Batumi)
  • House of Camora
  • HEKATE
  • Hydrash
  • INNERGATED
  • Jam Session Georgia by Sandro Nikoladze
  • Khidi
  • KIBE (Batumi)
  • Kick
  • Klara Bar
  • Komitete
  • Komorebi
  • krk (Mestia)
  • Leftbank
  • Leno Records
  • LTFR
  • Love Bar
  • Morevi Records
  • Mozaika
  • Mind Controlled Rectifier
  • Mtkvarze
  • Mutant Radio
  • Muzame
  • MZESUMZIRA
  • Narnari
  • Nips
  • Pluto’s Plan
  • Pluto’s Records
  • PROFESIO (Rustavi)
  • Record.ge
  • Reflector Club (Kutaisi)
  • Set Fest
  • Secret Garden Moves (Batumi)
  • Sioni HiFi Soundsystem
  • Small Moves
  • Stockton Records
  • Street Poetry Records
  • Success Bar
  • Sync Music Academy
  • Tape Magazine
  • Tbili orgia
  • Tbilisi Open Air
  • Tela Festival
  • Tempo Radio
  • TES club
  • TKESHI Festival
  • Trade Union Musicians in Georgia | საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირი
  • TRANSFORMA
  • Traphouse
  • TREEBAL
  • Tsa Music
  • Twin Peaks (Mestia)
  • Vodkast Records
  • White Rabbit
  • Wings Of Desire
  • Zeche.Tbilisi
  • Zenaari

close დახურვა