![2024/05/25/k0z14lggf2mltb7.jpg](/uploads_script3/articles/2024/05/25/k0z14lggf2mltb7.jpg)
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მესტიაში, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე სასაზღვრო პოლიციის 2 თანამშრომელი დააკავა.
ცნობილია, რომ ერთ-ერთმა ადამიანმა, ცოლად მოყვანის მიზნით, სასაზღვრო პოლიციის ორი თანამშრომლის დახმარებით, 23 წლის გოგო მანქანით გაიტაცა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში წერია, რომ დაკავებულებს თავისუფლების აღკვეთა 7-დან 10 წლამდე ვადით ემუქრებათ.