logo
ENG



კახა შენგელია: CU უერთდება მარშს, არ გაუმარჯოს არაფერს რუსულს, მათ შორის კანონებს

26 მაი 202418:07
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/26/304ibv4wh7u494p.jpg

კავკასიის უნივერსიტეტის, კახა შენგელიას განცხადებით, CU-ს სტუდენტები, ლექტორები და ადმინისტრაცია დღევანდელ მარშს უერთდებიან.

როგორც შენგელიამ უნივერსიტეტის წინ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, სიმართლე არის ერთი და რუსეთი მტერია. 

"დღეს კავკასიის უნივერსიტეტი უერთდება საქართველოს დამოუკიდებლობის დღესადმი მიძღვნილ მარშს, რომელიც იქნება კავკასიის უნივერსიტეტიდან. მთელი ჩვენი სტუდენტობა, პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაცია ერთად გავემართებით ფილარმონიისკენ და ჩვენს უარს ვიტყვით ყველაფერ რუსულზე. რუსეთი არის ოკუპანტი, სიმართლე არის ერთი, რუსეთი არის მტერი, გაუმარჯოს დამოუკიდებელ, ერთიან, პროევროპულ საქართველოს, არაფერს რუსულს, მათ შორის, არც კანონებს. ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში. საქართველო იქნება დამოუკიდებელი, ევროპული, საქართველო იქნება თავისუფალი. ამ ბავშვებს ვერავინ მოერევა", - განაცხადა შენგელიამ. 


close დახურვა