logo
ENG



ჯაფარიძე ზურაბიშვილის ინიციატივაზე: ძალიან პოზიტიურად ვართ განწყობილი

26 მაი 202422:07
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/26/aoy4g8ehzeui12o.png

ლელოს ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით პოზიტიურად არის განწყობილი.

ფორმულას გადაცემა დროებასთან მან თქვა, რომ ეს ქარტია იქნება გზავნილი საზოგადოებისთვის, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე პროევროპულ პარტიებს შეთანხმება შეუძლიათ.

"ძალიან პოზიტიურად ვართ განწყობილი, რომ ლელო შეუერთდეს ამ ქარტიას. პოლიტიკურ საბჭოზე ვიმსჯელებთ ამის თაობაზე, მაგრამ ყველა ის გზავნილი, ყველა ის ვალდებულება, რომელიც პრეზიდენტა განაცხადა, არის აბსოლუტურად საჭირო და მისაღები იმისთვის, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ევროპულ გზას და ქვეყანამ რეალურად გახსნას ევროკავშირთან მოლაპარაკებები.

ეს არის ამ ქარტიის ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი. რაც მთავარია, ეს არის სამოქმედო გეგმა, რომელსაც პარტიები უნდა შეუერთდნენ და ამით ჩვენ საზოგადოებას მძლავრ სიგნალს გავუგზავნით, რომ პროევროპულ პარტიებს განსხვავების მიუხედავად, შეუძლიათ, შეთანხმდნენ ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებზე", - თქვა ჯაფარიძემ.

ზურაბიშვილმა პარტიებს სამოქმედო გეგმა, ქართული ქარტია და მის გარშემო გაერთიანება შესთავაზა


close დახურვა