logo
ENG



112 მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი მკვეთრი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

31 მაი 202417:52
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/31/zkzp5ilsjjcwyoi.jpg

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი (112) მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი მკვეთრი გაუარესების შესახებ აფრთხილებს და სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

112-მა მოქალაქებს მოკლეტექსტური შეტყობინებებიც გაუგზავნა:

"გაცნობებთ, რომ 31 მაისიდან 2 ივნისის დილამდე, საქართველოს უმეტეს რეგიონში ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი. მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ", - წერს 112.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 31 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 2 ივნისის დილამდე ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მთიან და მაღალმთიან რაიონებში ძალიან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ- ღვარცოფული პროცესების ჩასახვა- გააქტიურება გამოიწვიოს.

 


close დახურვა