logo
ENG



მექსიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ისტორიაში პირველად ქალმა, კლაუდია შეინბაუმმა გაიმარჯვა

03 ივნ 202411:01
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/03/yfinroe64lw1glz.jpg

მეხიკოს ყოფილმა მერმა, კლაუდია შეინბაუმმა მექსიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. ისტორიული კენჭისყრის შედეგად, ის პირველი ქალი გახდა, რომელიც ამ თანამდებობაზე აირჩიეს.

შეინბაუმი მექსიკის ამჟამინდელი პრეზიდენტისა და მისი მენტორის, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორის მემკვიდრეობას გააგრძელებს.

აღნსანიშნავია, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქვეყნის პრეზიდენტობისთვის არა ერთი, არამედ ორი ქალი იბრძოდა. 

როგორც ცნობილია, ეს მექსიკის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური არჩევნები იყო, რომელშიც ამომრჩეველთა უპრეცედენტო რაოდენობა დაფიქსირდა.

მექსიკაში საარჩევნო კამპანიის პერიოდში უპრეცედენტო რაოდენობის ძალადობრივი თავდასხმები დაფიქსირდა. მთავრობის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 20-ზე მეტი ადგილობრივი კანდიდატი დაიღუპა.


close დახურვა