ევროოპტიმისტების წევრის, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, ქართული ოცნების წარმომადგენლების ოჯახის წევრებს ვიზების გაუქმების შესახებ კონკრეტული შეტყობინებები უკვე მისდით.
როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, შესაბამისი ინფორმაცია მალე გავრცელდება.
"ძალიან მალე იქნება სანქციები. მე მაქვს უკვე ინფორმაცია, რომ კონკრეტულად არსებობენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, ვისი ოჯახის წევრებსაც უკვე მისდით კონკრეტული შეტყობინებები ზუსტად ვიზების გაუქმების შესახებ. ეს ინფორმაცია მალე გავრცელდება. მე, რა თქმა უნდა, კონკრეტულად არაფრის დასახელებას არ ვაპირებ. მაგრამ ძალიან მალე მიუვა ყველა იმ ადამიანს ქართული ოცნებიდან ვისაც ჩათვლის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი", - თქვა ხატია დეკანოიძემ.