logo
ENG



წილოსანთან ინტერვიუს მცდელობის გამო ფორმულას ჟურნალისტს პარლამენტის აკრედიტაცია შეუჩერეს

04 ივნ 202417:40
3 წუთის საკითხავი
 

დეპუტატ ნინო წილოსანთან ინტერვიუს ჩაწერის მცდელობის გამო ფორმულას ჟურნალისტ სოფო გოზალიშვილს პარლამენტის აკრედიტაცია 6 თვით შეუჩერეს.

პარლამენტი წერილში მიუთითებს, რომ "მიუხედავად უარის თქმისა, ჟურნალისტი კვლავ აგრძელებდა ინტერვიუს ჩაწერის მცდელობას". ეს ჩანაწერი ფორმულას ეთერში არ გაუშვია.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კრიტიკული მედიის ჟურნალისტებს პარლამენტის აკრედიტაციას უჩერებენ. რამდენიმე დღის წინ აკრედიტაცია გაუუქმეს მთავარი არხის ჟურნალისტსაც.


close დახურვა