logo
ENG



სააგენტო: უახლოეს საათებში მოსალოდნელია ზოგან ძლიერი წვიმა, სეტყვა, ქარის გაძლიერება

07 ივნ 202415:32
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/07/36u40ldkrn8hv07.jpg

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, 7 ივნისს უახლოეს საათებში აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

"მოსალოდნელმა ნალექებმა აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)", - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში. 


close დახურვა