logo
ENG



გზების დეპარტამენტი: რიკოთზე გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა, მოძრაობა აღდგა

09 ივნ 202419:45
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/09/zksq2tqdyuqsnx6.jpeg

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ცოტა ხნის წინ რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა ძლიერი წვიმის შედეგად გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყლისა და ლაფის გამო დროებით შეიზღუდა.

მათი ინფორმაციით, კერძოდ, სოფელი ხევის მიმდებარედ, მშენებარე მონაკვეთთან, ძლიერი წვიმის შედეგად, ფერდობიდან წყლისა და ლაფის მასა გადმოვიდა გზის სავალ ნაწილზე, რის გამოც, გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, დროებით შეიზღუდა ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მათივე ცნობით, გაწმენდითი სამუშაოები დასრულებისთანავე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

"ამ ეტაპზე, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში მიმდინარეობს. ასევე, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია რიკოთის უღელტეხილზე მეწყერის ჩამოსვლის შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს", - აცხადებენ დეპარტამენტში.


close დახურვა