logo
ENG



არჩევნებში ულტრამემარჯვენეების გამარჯვების გამო მაკრონმა საფრანგეთის პარლამენტი დაითხოვა

09 ივნ 202423:22
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/09/sajp1eqgwippvmt.jpeg

ევროპარლამენტის არჩევნებში ულტრამემარჯვენეების გამარჯვების გამო საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარლამენტი დაშალა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა.

მიმართვაში მაკრონმა თქვა, რომ "ისე ვერ მოიქცევა, თითქოს არაფერი მომხდარა".

"ნაციონალისტებისა და დემაგოგების აღზევება საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ ჩვენი ერისთვის, არამედ ჩვენი ევროპისთვის და საფრანგეთის ადგილისთვის ევროპასა და მსოფლიოში", - თქვა მაკრონმა.

საფრანგეთში ევროპარლამენტის არჩევნებში ულტრამემარჯვენეების გაერთიანებამ გაიმარჯვა, მეორე ადგილზე კი მაკრონის პარტია გავიდა.


close დახურვა