logo
ENG



მისი პარტიის არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ბელგიის პრემიერი თანამდებობას ტოვებს

10 ივნ 202408:37
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/10/jmrpghgwondae4l.jpg

ბელგიაში არჩევნებში დამარცხების შემდეგ, პრემიერმინისტრმა ალექსანდრ დე კრომ განაცხადა, რომ ის თანამდებობას დატოვებს

"ჩემთვის განსაკუთრებით რთული საღამო იყო, წავაგეთ. ხვალიდან მე ვიქნები გადამდგარი პრემიერმინისტრი", - განუცხადა მან აქციაზე მხარდამჭერებს. 

ეგზიტპოლის მიხედვით, დე კროს პარტიამ Open VlD-მა 5,7% მიიღო, რაც 2019 წლის არჩევნებთან შედარებით 2,8%-ით ნაკლებია. პრემიერის გარდა, გადადგომის გადაწყვეტილება დე კროს პარტიის პრეზიდენტმა, ტომ ონგენამაც მიიღო. 

დე კრო პრემიერის მოვალეობის შემსრულებლად ახალი მთავრობის დანიშვნამდე დარჩება. 

"დავრწმუნდი, რომ ჩვენ ახალი მთავრობა სრული უფლებამოსილებით დროულად გვჭირდება", - განაცხადა მან და დასძინა, რომ "ამომრჩევლის გზავნილი ნათელია".  

 

close დახურვა