რატომ ჩაიარა 26 მაისის ღონისძიებამ ამერიკული კომპონენტის გარეშე. საელჩომ განმარტა, რომ მიზეზი 29 აპრილის ივანიშვილის ანტიდასავლურ და ანტიამერიკულ მიმართვაა. დიპლომატიურ წარმომადგენლობას შეკითხვა დროებამ გაუგზავნა. პასუხი მკაფიო იყო - ამერიკის მონაწილეობა ღონისძიებაში გაუქმდა შეერთებული შტატების მიმართ ცრუ ნარატივების გავრცელების გამო.