logo
ENG



პაპუაშვილის სამიზნეები და ფიზიკური ანგარიშსწორება აქტივისტზე

11 ივნ 202419:58
3 წუთის საკითხავი
 

ხელისუფლების ტერორი განსხვავებული აზრის წინააღმდეგ, ანგარიშსწორების სამიზნე პარლამენტის თავმჯდომარემ ტიტუშკებს დილიდანვე მოუხაზა, რამაც გაამყარა ვარაუდი, რომ დანაშაული პოსტის დაწერამდე უკვე დაგეგმილი იყო. პაპუაშვილს ტექსტში სწორედ ზუკა ბერძენიშვილი ჰყავდა ნახსენები, გამოქვეყნებიდან 1 საათში კი სამოქალაქო აქტივისტს სახლთან 3 პირი დაესხა თავს. გამოძიება ჯგუფურად ძალადობით მიმდინარეობს, ადვოკატი კი მუხლის დამატებას მოითხოვს. სამოქალაქო აქტივისტს თვალის ბუდე დაუზიანეს, მოტეხილი აქვს ცხვირის ძვლები, დასჭირდა ოპერაცია. ორგანიზებული ძალადობის ფაქტზე არავინ დაუკავებიათ, არადა, ცნობილია მოძალადეების მანქანის ნომერი. თავად ბერძენიშვილს და მის ახლობლებს არ აქვთ მოლოდინი, რომ ხელისუფლების დაკვეთით ჩადენილ დანაშაულს გამოიძიებენ.

 


close დახურვა