logo
ENG



ოჯახის წევრების თქმით, ბალდის კანიონზე მშენებლობის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე დააკავეს

12 ივნ 202414:10
3 წუთის საკითხავი
 
ოჯახის წევრების თქმით, ბალდის კანიონზე მშენებლობის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე დააკავეს

ოჯახის წევრების თქმით, ბალდის კანიონზე მშენებლობის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე დააკავეს.

დაკავებულის დის თქმით, ძმა სტუმრად იყო სახლში, როდესაც პოლიცია მივიდა და გამოკითხვაზე წაიყვანეს, თუმცა შემდეგ უთრხეს, რომ ის დააკავეს.

"ჩემს სახლში იყო ჩამოსული და ორი საათის უკან მოვიდა პატრული, გვითხრეს, რომ უბრალოდ მიგვყავს დაკითხვაზე მარტვილის პოლიციაშიო... ორი საათია აქ ჰყავთ ჩემი ძმა და ახლა მითხრეს, რომ დააკავეს ჩემი ძმა მუქარის ბრალდებით"- ამბობს დაკავებულის და.

ბალდის კანიონის მცველის, ბაჩო თვარაძის თქმით, არც პოლიციას აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად ჰყავთ დაკავებული.

"ადამიანი მოიტაცეს პირდაპირი მნიშვნელობით. პოლიციაში მოვდივართ, რომ ამბავი გავიგოთ, სად ჰყავთ ეს პიროვნება გადაყვანილი. გადის ორი საათი, შემდეგ ჩამოდის უფროსი და გვეუბნება, რომ ეს ბიჭი დაკავებულია მუქარის მუხლზე. ვერ გვიხსნიან რა ფაქტები აქვთ, როდის, როგორ დააკავეს ან რატომ მოატყუეს, რომ ეუბნებოდნენ დაკითხვას ჩაგიტარებთო. ახლაც არ იციან პოლიციამ სად არის. არც ჩვენ არ ვიცით და არც პოლიციამ არ იცის"- თქვა ბაჩო თვარაძემ.

***

ბალდის კანიონთან დაგეგმილი მშენებლობის მოწინააღმდეგეებს თავს გუშინ დაესხნენ.

თავდასხმის ბრალდებით პოლიციამ დღეს ორი ადამიანი დააკავა

უკვე 1 წელია მარტვილის მუნიციპალიტეტში ბალდის კანიონის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა კანიონზე მიმდინარე სამუშაოების შეჩერებას ითხოვს. გასულ წელს დაცული ტერიტორიების სააგენტომ ბალდის კანიონი კერძო კომპანიას, 40 წლით იჯარით გადასცა.


close დახურვა