logo
ENG



ობრაიენი: ერევანი-ბაქოს შეთანხმება საქართველოსა და სომხეთის EU-ში ინტეგრაციას დააჩქარებს

13 ივნ 202408:24
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/13/5ba9qpg1fxc77s6.jpeg

ევროპისა და აზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო თანაშემწის, ჯეიმს ობრაიენის განცხადებით, საქართველოსა და სომხეთის ევროკავშირში ინტეგრაციას მხოლოდ ერევანი-ბაქოს შეთანხმება დააჩქარებს. ამის შესახებ მან რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურთან ინტერვიუში ისაუბრა.

"საქართველომ და სომხეთმა ინტერესი გამოხატოს, რომ დაუახლოვდნენ EU-სა და ერთიან ბაზარს, იქნება ეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება თუ სხვა. ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის ინტეგრაცია მხოლოდ დააჩქარებდა [ერევანსა და ბაქოს შორის] სამშვიდობო შეთანხმების არსებობის პირობებში და ის საშუალებას მისცემს ინვესტიციების განხორციელებას სომხეთის, საქართველოსა და სხვების ინსტიტუციებში.

ვფიქრობ, დავინახავთ, რომ სამშვიდობო შეთანხმების სარგებელი არ არის მხოლოდ უსაფრთხოება, რომელსაც ის რეგიონში მცხოვრებ ხალხს მოუტანს. სარგებელს მოიტანს შესაძლებლობაც, რომ გვქონდეს სავაჭრო მარშრუტი ყაზახეთიდან თურქეთის გავლით ხმელთაშუა, ან შავი ზღვისკენ. ის იქნება დანამატი უკვე არსებული მარშრუტის, რომელიც აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით შავ ზღვაზე გადის. ეს ორი მარშრუტი ერთად, ცენტრალური აზიის ქვეყნებს მსოფლიო ბაზარზე რუსეთისა და ჩინეთისგან დამოუკიდებელ წვდომას მისცემს", - განაცხადა ობრაიენმა.

მისი თქმით, დამოუკიდებლობის ასეთი შესაძლებლობა არის ის, რასაც აშშ მხარს უჭერს.


close დახურვა