ხელისუფლების დაუსჯელი ტერორი გრძელდება. ხელწერა იდენტურია, ნიღბიანი პირები სახლებთან და ოფისებთან ხვდებიან რუსული რეჟიმისა და რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს. კადრებზე აღბეჭდილ ძალადობას დაკავება არცერთ შემთხვევაში არ მოჰყოლია. იდენტიფიცირებული არაა ზუკა ბერძენიშვილზე თავდამსხმელები. აქტივისტი დღეს გამოკითხეს. "ბოლო მოუღეთ ამგვარ ფაქტებს" - ასე გამოეხმაურა ევროკავშირი ტიტუშკების თავდასხმებს.