logo
ENG



"ბუჩამდე იყო აფხაზეთი, უკრაინის ოკუპაციამდე იყო საქართველოს ოკუპაცია", - პრეზიდენტის გამოსვლა

15 ივნ 202421:25
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/15/1owtf7ixojnppec.png

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინის მშვიდობის სამიტზე სიტყვით გამოვიდა.

თავის გამოსვლაში პრეზიდენტი უკრაინაში ომისა და მისი მოქალაქეების მიერ ბრძოლის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამასთანავე მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა არ არის პირველი, ვინც რუსეთის აგრესიის მსხვერპლი გახდა.

"ბუჩამდე იყო აფხაზეთი, უკრაინის ოკუპაციამდე იყო საქართველოს ოკუპაცია", - თქვა მან.

მან აღნიშნა, რომ საქართველოს და მის მოსახლეობას კარგად ესმის, რაც ხდება ახლა უკრაინაში, რას გრძნობს უკრაინელი ხალხი.

მისი თქმით, დროა, უკრაინის ომმა გზა გაუხსნას მშვიდობას ევროპაში და დაამატა, რომ რუსეთმა, ისევე როგორც ყველა სხვა სახელმწიფომ, უნდა გაანალიზოს, რომ "მასაც აქვს საზღვრები და მასაც ჰყავს მეზობელი სახელმწიფოები."

სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა: 

"ომი არა უკრაინაში, არამედ უკრაინის წინააღმდეგ, 800 დღეზე მეტია გრძელდება. 800 დღე უდანაშაულო ადამიანების დაკარგვის, განადგურებისა და ეკონომიკური განადგურებისa. 800 დღეა, ბევრი უკრაინელი იბრძვის თავისი ქვეყნის თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, მაგრამ ასევე ევროპის თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის და მის მიღმა დემოკრატიის იდეალებისთვის და კანონის უზენაესობის შენარჩუნებისთვისა და აღდგენისთვის. 

ჩემს ქვეყანას, საქართველოს შეუძლია მხოლოდ გაიზიაროს უკრაინელი ხალხის გაჭირვება, რომელიც ჩვენც, ჩვენი მხრივ, განვიცადეთ. სანამ იყო ბუჩა, იყო აფხაზეთი, ეს არის ფილმის სათაური და დიახ, უკრაინის წინააღმდეგ ომამდე იყო ომი საქართველოში. უკრაინაში ტერიტორიების ოკუპაციამდე იყო საქართველოში ტერიტორიების ოკუპაცია. ასე რომ, ჩემს ქვეყანას შეუძლია მხოლოდ გაიზიაროს შეშფოთება ადამიანური დანაკარგის გამო, რომელსაც განიცდის უკრაინა, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება ბავშვების იძულებითი გადაყვანას. ჩემს ქვეყანას შეუძლია მხოლოდ გაიზიაროს შეშფოთება არასტაბილურობისა და დაპირისპირების შესახებ, რომელიც რუსეთმა მოიტანა შავ ზღვაში თანამშრომლობისა და კავშირის ნაცვლად. შავი ზღვის მილიტარიზების ფონზე, რუსეთი გეგმავს ახალი, დამატებითი საზღვაო ბაზა საქართველოს ტერიტორიაზე, აფხაზეთის რეგიონში. ჩემს ქვეყანას შეუძლია მხოლოდ გაიზიაროს შეშფოთება ბირთვული უსაფრთხოების შესახებ, როცა უკრაინამ განიცადა ჩერნობილის კატასტროფის შედეგები.

ყველა ამ მიზეზის გამო, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვიზიარებდეთ რწმენას, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომი უნდა შეწყდეს და გზა დაუთმოს მშვიდობას უკრაინასა და ევროპაში. ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც გადაიდგმება ის საწყისი ნაბიჯები, რომლებიც დღესვე უნდა განხორციელდეს. რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ მას აქვს საზღვრები, როგორც ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს და მას ჰყავს მეზობლები, როგორც ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს. საერთაშორისო თანამეგობრობა, უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა მხოლოდ მაშინ შეიძლება იარსებებს, როდესაც დიდი და ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანა აღიარებს და პატივს სცემს თავის მეზობლებს და მათ ტერიტორიულ მთლიანობას.

დიდება უკრაინას!"


close დახურვა