კანადა უკრაინას დამატებით $38,1 მილიონიან დახმარებას გამოუყოფს. ამის შესახებ ინფორმაცია კანადის პრემიერმინისტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, უკრაინის ომში დაზარალებულ ბავშვებს, ომის დანაშაულების გამოძიებას, დაკარგული ოჯახების პოვნასა და სამხედრო ტყვეების მხარდაჭერას მოხმარდება.
ასევე, 14,5 მილიონი დოლარი უკრაინის დაზიანებული ენერგეტიკული აღჭურვილობისა და ინფრასტრუქტურის შეცვლას მოხმარდება.