logo
ENG



GWP: დაზიანებული მაგისტრალური მილსადენის აღდგენითი სამუშაოები 7 დღე გაგრძელდება

18 ივნ 202422:08
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/18/2ruuxi95tnovd2j.jpg

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის (GWP) ცნობით, დაზიანებული მაგისტრალური მილსადენის აღდგენითი სამუშაოები 7 დღე გაგრძლდება.

მათივე ინფორმაციით, სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად მეწყრული მიწის ფერის მოხსნის სამუშაოები 17 ივნისს, ღამის 23:00 საათზე დაიწყო.

"მიმდინარეობს მეწყრული ფერდობის დატერასება, რის შემდეგაც ლოკალურად შეკეთდება ქსელის დაზიანებული მონაკვეთი

ადგილზე 24 საათიან უწყეტ რეჟიმში მუშაობს 7 ერთეული მძიმე ტექნიკა. ეს არის ამ ეტაპისთვის მაქსიმალური რაოდენობა რისი განთავსებაც შესაძლებელია სამუშაო ტერიტორიაზე. დასამუშავებელი მიწის არეალის გაფართოვებასთან ერთად, ეტაპობრივად დაემატება მძიმე ტექნიკა", - აცხადებენ GWP-ში. 


close დახურვა