logo
ENG



რობინ დანიგანის დამადასტურებელი განცხადება

19 ივნ 202420:13
3 წუთის საკითხავი
 

ოლიგარქის პრორუსულ პოლიტიკას მწვავე ნაბიჯები უკვე მოჰყვა ამერიკიდან. ოცნება ჯიუტად უარყოფს, ამერიკის ელჩმა კი დაადასტურა, რომ სანქციები უკვე ძალაშია და ვიზების გაუქმების შესახებ შეტყობინებები კონკრეტულმა პირებმა ნამდვილად მიიღეს. "რთულია ძლიერი პარტნიორობის გაგრძელება, თუ ხელისუფლება მტრად განგვიხილავს", - აცხადებს ამერიკის ელჩი. ოცნებამ სტრატეგიული პარტნიორობა საფრთხის ქვეშ დააყენა. კიდევ ერთი მწვავე განხილვა კი ჰელსინკის კომიტეტში ხვალ გაიმართება. კონგრესში იმსჯელებენ რუსულ კანონზე,-  როგორ და რატომ იღებს ამდენი ქვეყანა, სამოქალაქო საზოგადოების შესავიწროებლად მსგავს ავტორიტარულ ინსტრუმენტს


close დახურვა