გერმანული მედიის ინფორმაციით, პოლიციამ 32 წლის ქართველი სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავა.
გავრცელებული ცნობით, ინციდენტი 9 ივნისის საღამოს მოხდა - საქართველოს მოქალაქე ახალგაზრდა ქალს მაშინ დაესხა თავს, როდესაც ის სახლისკენ მიდიოდა და შენობაში მდებარე საერთო სამრეცხაოში შევიდა.
გამოძიების ინფორმაციით, თავდასხმის დროს ბრალდებულმა ქალი გააუპატიურა, სიტყვიერად დაემუქრა და ადგილიდან მიიმალა.
დაწყებული გამოძიების შედეგად თავდამსხმელის იდენტიფიცირება მოხდა, რის შემდეგაც პოლიციამ ის დააკავა. ის წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.