logo
ENG



ვარკეთილში უცნობმა პირებმა 19 წლის კაცს სასტიკად სცემეს - ის კლინიკაში გარდაიცვალა

21 ივნ 202420:47
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/21/ca38odpk5dvonqq.jpg

ვარკეთილში უცნობმა პირებმა 19 წლის კაცს სასტიკად სცემეს. ის კლინიკაში გარდაიცვალა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. 

ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, კაცს უცნობი პირები ფიზიკურად საკუთარ სახლთან გაუსწორდნენ. ნაცემი ახალგაზრდა 5 დღე ინგოროყვას კლინიკაში იმყოფებოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მომხდარზე 3 ადამიანია დაკავებული. გამოძიება კვლავ მიმდინარეობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის მუხლით.

ფორმულას ინფორმაციით, არსებობენ საქმის სხვა ფიგურანტებიც.


close დახურვა