logo
ENG



ნეთანიაჰუ: ჰამასთან ომის ინტენსიური ფაზა დასასრულს უახლოვდება

24 ივნ 202410:34
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/24/czajnb7t6nmy7qn.jpg

ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ჰამასთან ომის ინტენსიური ფაზა დასასრულს უახლოვდება და თავდაცვის ძალებმა ყურადღება, შესაძლოა, ლიბანთან საზღვარზე გადაიტანონ.

"ეს არ ნიშნავს, რომ ომი დასრულდება, მაგრამ ომი რაფაჰში, მის ამჟამინდელ ეტაპზე, დასრულდება. ეს სიმართლეა. ბალახის მოთიბვას მოგვიანებით გავაგრძელებთ", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მისივე თქმით, მზადაა ჰამასთან მძევლების დაბრუნებასთან დაკავშრებით შეთანხმება დადოს. ამასთან, კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ომი ცეცხლის შეწყვეტის შემდეგაც გაგრძელდება, რათა ისრაელმმა ჰამასის ლიკვიდაციის მიზანს მიაღწიოს.

"ინტენსიური ფაზის დასრულების შემდეგ, გვექნება შესაძლებლობა ძალების ნაწილი ჩრდილოეთით გადავიტანოთ და ჩვენ ამას გავაკეთებთ", - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.


close დახურვა