სტრატეგია აღმაშენებლის წევრის, სერგო ჩიხრაძის განცხადებით, ოპოზიციის მიერ ხელმოწერილი დეკლარაცია პარტიების უფრო მეტ ინტეგრაციასა და ერთიანობას ითვალისწინებს.
"ოპოზიციის ერთიანობის პირველი ნაბიჯი ჩვენ ვნახეთ, როდესაც პრეზიდენტის ქარტიას მოვაწერეთ პარტიებმა მოვაწერეთ ხელი. ეს ინტერპარტიული დოკუმენტი გულისხმობს კიდევ უფრო მეტ ერთიანობას, კიდევ უფრო მეტ ინტეგრაციას პარტიების, რათა მიღწეული იქნას ორი ძირითადი მიზანი - ეს არის ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება და მეორე, ეს არის საქართველოს ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანება", - განაცხადა ჩიხლაძემ.
ოპოზიციურმა პარტიებმა ბრიუსელში ერთიანობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი. ამ ეტაპზე მას 6 ხელმომწერი ჰყავს. დოკუმენტი რამდენიმე პუნქტისგან შედგება. პარტიები კონკრეტული მიზნების მისაღწევად, არჩევნებამდე და მის შემდეგ, ერთიანობის პირობას დებენ.