logo
ENG



რუსეთის ვიცე-პრეზიდენტი: საქართველოს არ სურს, რუსეთისთვის საფრთხის პლაცდარმად გამოიყენონ

25 ივნ 202415:37
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/25/xy702v7f84g8pbb.jpg

რუსეთის ვიცე-პრეზიდენტი ალექსეი ოვერჩუკი ამბობს, რომ საქართველო სულ უფრო მეტად "აცნობიერებს", რომ არ სურს რუსეთისთვის საფრთხის პლაცდარმად გამოიყენონ. მისივე თქმით, ეს დადებითად აისახება რუსეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირზე.

"თუ შევხედავთ საქართველოს... სულ უფრო მეტად აცნობიერებ საკუთარ თავს როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, რომელიც ცდილობს მშვიდობიანად იცხოვროს მეზობლებთან. მათ ესმით, რომ არ სურთ გამოიყენონ როგორც პლაცდარმი რუსეთის ფედერაციისთვის საფრთხის პროექციისთვის", - თქვა ოვერჩუკმა ერთ-ერთ ეკონომიკურ ფორუმზე.

მან დასძინა, რომ ამ ტენდენციას "კარგი გამოხმაურება აქვს" მოსკოვსა და თბილისს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ზრდის სახით, კერძოდ, ტურიზმის სფეროში. მისი თქმით, ეს არის ის, რისკენაც ორივე მხარე მიიწევს.


close დახურვა