logo
ENG



"ოცნების" ხელისუფლების ფინანსური სანქცირების პირველი ეტაპი

25 ივნ 202420:42
3 წუთის საკითხავი
 

რა თანხა შეიძლება დაკარგოს საქართველომ ევროპის მშვიდობის ფონდიდან - 30 მილიონი ევრო სამ წელიწადში მხოლოდ ერთი პროგრამიდან, თანხა შეიარაღებული ძალების აღჭურვას უნდა მოხმარებოდა. ათეულობით მილიონი ლარი არის ფასი, რასაც ქვეყანა ივანიშვილის მთავრობის გადაწყვეტილებების შედეგად ამ ეტაპზე გადაიხდის. სპეციალისტების ვარაუდით, შემდეგი ეტაპი შესაძლოა საკრედიტო ხაზების გაჩერებაც იყოს. ამჟამად ბიუჯეტში ევროკავშირის 105 მილიონიანი საგრანტო დახმარება დევს.

 


close დახურვა