logo
ENG



სტიქიის შედეგები - ქარბორბალა კახეთში

26 ივნ 202420:09
3 წუთის საკითხავი
 

კახეთში სტიქიის შედეგად ალავერდის ტაძარი დაზიანდა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის მიყენებული ზიანი საბოლოოდ შეფასებული ჯერ კიდევ არ არის, შესაბამისად, უცნობია, როდის დაიწყება აღდგენა. ადგილობრივებს მსგავსი სიძლიერის ქარი წლებია არ ახსოვთ. სტიქიის შედეგად გადახდილია გუმბათის თუნუქის საფარი, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთი მხარისა და გუმბათის სარკმლები. ჩამოშლილია სასახლის აივანი და დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა. უპასუხოა ისიც, ხომ არ ემუქრება ძეგლს საფრთხე აღდგენითი სამუშაოების ჩატარებამდე.

 


close დახურვა